6. თქვენი კონტენტი
ტექსტები, ფოტოები, სერვისების აღწერა და ფასები, რომლებსაც პლატფორმაზე ატვირთავთ, თქვენი რჩება. ჩვენ გვაძლევთ მხოლოდ იმ უფლებას, რაც მათ შესანახად, დასამუშავებლად და თქვენსავე საიტზე გამოსაქვეყნებლად არის საჭირო - ანგარიშის მოქმედების ვადით.
- პასუხისმგებელი ხართ, რომ ატვირთული მასალის გამოყენების უფლება გაქვთ: ფოტო, რომლის გამოყენების ნებართვა ავტორისგან ან მასზე გამოსახული ადამიანისგან არ გაქვთ, არ უნდა ატვირთოთ.
- სერვისის აღწერა და ფასი რეალობას უნდა შეესაბამებოდეს. სამედიცინო და სილამაზის სფეროში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ჩვენ თქვენს კვალიფიკაციას, ლიცენზიას ან ნებართვას არ ვამოწმებთ.
- აკრძალულია კანონსაწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული და შეცდომაში შემყვანი კონტენტი.
კონტენტს წინასწარ არ ვამოწმებთ. თუ საჩივარს მივიღებთ ან დარღვევას თავად აღმოვაჩენთ, შეგვიძლია კონკრეტული მასალის მოხსნა ან ანგარიშის შეჩერება - მიზეზის მითითებით.