მარტივო

იურიდიული დოკუმენტი

ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲝᲑᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ

რა მონაცემებს ვაგროვებთ, რატომ, ვის გადავცემთ, რამდენ ხანს ვინახავთ და რა უფლებები გაქვთ.

ბოლო განახლება:

1. ვინ ვართ და ვის ეხება ეს პოლიტიკა

მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია ინდივიდუალური მეწარმე თორნიკე კარიჭაშვილი (საიდენტიფიკაციო ნომერი 59001121663), რომელიც საქმიანობას ახორციელებს „მარტივოს“ სახელით (შემდგომში - „ჩვენ“). მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად.

პლატფორმას სამი განსხვავებული ადამიანი ხვდება და მათ მონაცემებს ერთნაირად არ ვეპყრობით:

  • ბიზნესი, რომელსაც ანგარიში აქვს. მის მონაცემებზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ - სწორედ ამას აღწერს ეს პოლიტიკა.
  • ადამიანი, რომელიც ბიზნესის საიტზე ჯავშანს აკეთებს. მის მონაცემებზე პასუხისმგებელი ბიზნესია, ჩვენ კი დამმუშავებელი ვართ. დეტალები მონაცემთა დამუშავების პირობებშია.
  • ვიზიტორი, რომელიც უბრალოდ ათვალიერებს საიტს. მასზე ანგარიშის გარეშე პერსონალურ მონაცემს არ ვაგროვებთ (იხ. მე-6 პუნქტი).

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

მონაცემისაიდან
ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, სახელი და გვარი, ბიზნესის დასახელება, საქმიანობის სფეროთქვენ შეგყავთ რეგისტრაციისას
Google-ის ანგარიშის იდენტიფიკატორი, ელფოსტა და სახელიGoogle-ისგან, მხოლოდ თუ Google-ით შესვლას აირჩევთ
პაროლის ჰეშიიქმნება scrypt-ით. თავად პაროლი არსად ინახება
წესებსა და პირობებზე თანხმობის თარიღი და დოკუმენტის ვერსიაიწერება ანგარიშის შექმნისას
IP მისამართი და ბრაუზერის იდენტიფიკატორი (user-agent)იწერება შესვლისას და შესვლის მცდელობისას - ლიმიტისა და დაბლოკვისთვის
შესვლის თარიღები, სესიების სიაიქმნება ავტომატურად
საიტის შიგთავსი და ატვირთული ფოტოებითქვენ ქმნით რედაქტორში
გადახდის მონაცემები: პაკეტი, თანხა, თარიღი, სტატუსი, ბარათის ნიღბიანი ნომერი (ბოლო ოთხი ციფრი), ბარათის ტიპი და ვადა, ტრანზაქციის იდენტიფიკატორი, ინვოისებისაქართველოს ბანკისგან, გადახდის შემდეგ. ბარათის სრულ ნომერს და CVV კოდს ვერ ვხედავთ
ელფოსტის ცალმხრივი ჰეში (SHA-256)იქმნება საცდელი პერიოდის დაწყებისას - რომ საცდელი ერთ პირზე ერთხელ მიეცეს
მიმოწერა ჩვენთანროცა კონტაქტის ფორმით ან ელფოსტით მოგვმართავთ

ერთჯერადი კოდის ტექსტს არ ვინახავთ: SMS-ების ჟურნალში დადასტურების შეტყობინების შიგთავსი ცარიელია და მხოლოდ კოდის გაგზავნის ფაქტი ფიქსირდება.

3. რატომ ვამუშავებთ

მიზანისამართლებრივი საფუძველი
ანგარიშის შექმნა, საიტის გამოქვეყნება, ჯავშნების მიღებახელშეკრულების შესრულება
ელფოსტისა და ნომრის დადასტურებახელშეკრულების შესრულება
გამოწერის საფასურის მიღება, ინვოისის გაცემა, გადახდასთან დაკავშირებული შეტყობინებებიხელშეკრულების შესრულება
პირობებზე თანხმობის დადასტურებაჩვენი ლეგიტიმური ინტერესი - ხელშეკრულების დადების დადასტურება
საცდელი პერიოდის განმეორებით მიღების თავიდან აცილებაჩვენი ლეგიტიმური ინტერესი - ბოროტად გამოყენებისგან დაცვა
ბოროტად გამოყენებისგან დაცვა: ლიმიტები, დაბლოკვა, ჟურნალიჩვენი ლეგიტიმური ინტერესი - სერვისისა და მისი მომხმარებლების დაცვა
ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ანგარიშგებაკანონისმიერი ვალდებულება

სარეკლამო შეტყობინებას თქვენი თანხმობის გარეშე არ გამოგიგზავნით, ხოლო ასეთი თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

4. რას არ ვაკეთებთ

  • მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნით არავის გადავცემთ.
  • პლატფორმაზე არ არის Google Analytics, Meta Pixel ან მესამე მხარის სხვა ტრეკერი.
  • ბარათის სრულ მონაცემებს არც ვიღებთ და არც ვინახავთ - ისინი მხოლოდ ბანკთანაა.
  • ავტომატიზებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც თქვენთვის სამართლებრივი შედეგი მოაქვს, არ ვიღებთ.

5. ქუქი-ფაილები

ვიყენებთ მხოლოდ მკაცრად აუცილებელ ქუქი-ფაილებს - მათ გარეშე შესვლა, რეგისტრაცია ან ენის არჩევა არ იმუშავებს. სარეკლამო და ანალიტიკური ქუქი-ფაილი არცერთი არ გვაქვს.

ქუქირისთვისვადა
__Host-martivo_sessionბიზნესის ანგარიშში შესული სესია14 დღე
__Host-martivo_signupრეგისტრაციის მიმდინარე ნაბიჯი1 საათი
__Host-martivo_phoneნომრის დადასტურების ბილეთი30 წუთი
__Host-martivo_resetპაროლის აღდგენის ბილეთი15 წუთი
__Host-martivo_oauthGoogle-ით შესვლის დაცვა10 წუთი
__Host-martivo_adminპლატფორმის ადმინისტრატორის სესია8 საათი
NEXT_LOCALEარჩეული ენა1 წელი

სწორედ ამიტომ არ გხვდებათ ქუქი-ფაილების ბანერი: მკაცრად აუცილებელი ქუქი თანხმობას არ საჭიროებს. თუ ოდესმე ანალიტიკურ ქუქის დავამატებთ, ბანერიც გამოჩნდება და ეს პუნქტიც შეიცვლება.

გადახდის გვერდი საქართველოს ბანკის დომენზეა და საკუთარ ქუქი-ფაილებს ბანკის წესით იყენებს.

6. ბიზნესის საიტის ვიზიტორები

ბიზნესს ვაჩვენებთ, რამდენმა ადამიანმა ნახა მისი საიტი და საიდან მოვიდა. ამისთვის არც IP მისამართს ვინახავთ, არც ბრაუზერის იდენტიფიკატორს და არც ქუქი-ფაილს ვიყენებთ: ვიზიტორი აღირიცხება ანონიმური კოდით, რომელიც ყოველ დღე იცვლება და სხვადასხვა საიტზე ერთმანეთს ვერ დაუკავშირდება.

7. ვის გადავცემთ

პლატფორმა რამდენიმე გარე სერვისს ეყრდნობა. თითოეული მხოლოდ იმას იღებს, რაც მისი ფუნქციისთვისაა საჭირო.

სერვისირისთვისრას იღებს
სს „საქართველოს ბანკი“ონლაინ გადახდა და ბარათის შენახვაშეკვეთის თანხა და იდენტიფიკატორი; ბარათის მონაცემებს თქვენ თავად შეიყვანთ ბანკის გვერდზე
Vercelჰოსტინგი (ფრანკფურტი)მოთხოვნის მონაცემები, IP მისამართის ჩათვლით
DigitalOceanმონაცემთა ბაზა და ფაილების საცავიყველა შენახული მონაცემი და ატვირთული ფოტო
Resendელფოსტის გაგზავნამიმღების მისამართი და წერილის შიგთავსი
uBillSMS-ის გაგზავნამიმღების ნომერი და შეტყობინების ტექსტი
GoogleGoogle-ით შესვლა - მხოლოდ თქვენი არჩევითშესვლის მოთხოვნა; Google გვიბრუნებს ელფოსტას და სახელს

ბანკი ბარათის მონაცემებს საკუთარი პასუხისმგებლობით და საკუთარი წესებით ამუშავებს. ძირითადი სერვერები ევროკავშირშია; თუ რომელიმე მომწოდებელი მონაცემს საქართველოს ან ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ამუშავებს, ვეყრდნობით კანონით გათვალისწინებულ დაცვის გარანტიებს. სხვა შემთხვევაში მონაცემს მხოლოდ მაშინ გადავცემთ, როცა ამას კანონი ან სასამართლოს გადაწყვეტილება მოითხოვს.

8. რამდენ ხანს ვინახავთ

მონაცემივადა
ანგარიშის მონაცემები და საიტის შიგთავსისანამ ანგარიში არსებობს; წაშლა - მოთხოვნიდან 30 დღეში
სესია14 დღე ბიზნესის ანგარიშზე, 8 საათი ადმინისტრატორზე
შესვლის მცდელობები (IP-ს ჩათვლით)30 დღე
ერთჯერადი კოდები10 წუთი, შემდეგ იშლება
დაუსრულებელი რეგისტრაცია7 დღე
გადახდების ისტორია და ინვოისებიბუღალტრული და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადით - ანგარიშის წაშლის შემდეგაც
ელფოსტის ჰეში საცდელი პერიოდისთვისანგარიშის წაშლის შემდეგაც - სანამ საცდელი პერიოდი არსებობს. ჰეშიდან ელფოსტის აღდგენა შეუძლებელია

9. როგორ ვიცავთ

  • პაროლი მხოლოდ scrypt-ის ჰეშად ინახება. ღია პაროლი ბაზაში არ არსებობს და ჩვენც ვერ ვხედავთ.
  • კავშირი ყველა მისამართზე დაშიფრულია (HTTPS), სესიის ქუქი-ფაილები კი __Host- პრეფიქსით არის დაცული.
  • ბარათის მონაცემებს მხოლოდ ბანკი ამუშავებს, საგადახდო ბარათების უსაფრთხოების სტანდარტის (PCI DSS) შესაბამისად.
  • პლატფორმის ადმინისტრატორის ანგარიშს ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია იცავს.
  • თითოეული ბიზნესის მონაცემები მისივე იდენტიფიკატორით არის შემოსაზღვრული: სხვისი ჩანაწერის მოთხოვნა პასუხად „ვერ მოიძებნა“-ს იღებს და მისი არსებობის ფაქტსაც კი არ ამხელს.
  • ატვირთულ ფოტოს მეტამონაცემები ეშლება - მათ შორის GPS კოორდინატები, რომლებსაც ტელეფონი შეუმჩნევლად წერს.

10. თქვენი უფლებები

საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გაძლევთ უფლებას:

  • მიიღოთ ინფორმაცია, რა მონაცემები გვაქვს თქვენზე, და მიიღოთ მათი ასლი;
  • მოითხოვოთ არასწორი ან არასრული მონაცემის გასწორება;
  • მოითხოვოთ მონაცემის წაშლა, როცა მისი შენახვის საფუძველი აღარ არსებობს;
  • მოითხოვოთ დამუშავების შეწყვეტა ან დაბლოკვა;
  • გამოთქვათ პროტესტი ლეგიტიმურ ინტერესზე დაფუძნებული დამუშავების წინააღმდეგ;
  • მიიღოთ თქვენი მონაცემები სტრუქტურირებულ, მანქანურად წაკითხვად ფორმატში;
  • გამოიხმოთ თანხმობა, თუ დამუშავება მას ეფუძნებოდა.

მოთხოვნა გამოგვიგზავნეთ მისამართზე privacy@martivo.ge. პასუხს გაცემთ კანონით დადგენილ ვადაში - არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. თუ პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.

11. არასრულწლოვნები

პლატფორმა ბიზნესისთვისაა და არასრულწლოვნისთვის ანგარიშს არ ვქმნით. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიში არასრულწლოვანმა შექმნა, მას წავშლით.

12. ცვლილებები

პოლიტიკის განახლებისას გვერდის თავში მითითებული თარიღი იცვლება. არსებით ცვლილებაზე ელფოსტით გაცნობებთ.

13. კონტაქტი

მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვა: privacy@martivo.ge. ზოგადი კითხვები: info@martivo.ge.

ᲙᲘᲗᲮᲕᲐ ᲒᲐᲥᲕᲗ ᲐᲛ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲖᲔ?

დაგვიკავშირდით - ნებისმიერ პუნქტს განვმარტავთ.

მოგვწერეთ