ᲛᲐᲗᲗᲕᲘᲡ, ᲕᲘᲜᲪ ᲓᲠᲝᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲡ ᲡᲐᲐᲗᲝᲑᲠᲘᲕᲐᲓ ᲐᲥᲘᲠᲐᲕᲔᲑᲡ
ფოტოსესია იქნება, სტუდიის დაქირავება თუ ცხოველის მოვლა, მომხმარებელი ხელმისაწვდომ საათებს საიტზე ნახავს და სასურველ დროს თავად დაჯავშნის.

ვისთვის
ᲐᲛ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲡ 4 ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲐ
იპოვეთ თქვენი სფერო? სისტემა უკვე მზადაა დასაწყებად.
- ფოტოგრაფი
- ვიდეოგრაფი
- სტუდიის გაქირავება
- გრუმინგი
სია მხოლოდ მაგალითია და არა შეზღუდვა - მთავარია, მომხმარებლები წინასწარ, კონკრეტულ დროზე იწერებოდნენ.
შედარება
ᲠᲐ ᲘᲪᲕᲚᲔᲑᲐ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘᲕᲔ ᲙᲕᲘᲠᲐᲨᲘ
ახლა
თარიღს მიმოწერით ათანხმებთ და კალენდარში ხელით იწერთ.
Martivo-თი
მომხმარებელი თავისუფალ დღეს თავად ირჩევს და ეს დრო კალენდარში მაშინვე იკეტება.
ახლა
სტუდიაში ორი დარბაზია და რომელი როდისაა თავისუფალი, თავად უნდა გახსოვდეთ.
Martivo-თი
თითოეული დარბაზი ცალკე რესურსია საკუთარი განრიგით.
ახლა
გადაღების წინა დღეს მომხმარებელს რეკავთ და ადასტურებთ.
Martivo-თი
შეხსენება ავტომატურად მიდის, გადატანის ბმულთან ერთად.
სერვისების ჩამონათვალი
ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲔᲑᲘ, ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲤᲐᲡᲔᲑᲘ
მომსახურების დამატებისას მიუთითეთ სახელი, ფასი და ხანგრძლივობა. ამ მონაცემებით სისტემა თავისუფალ საათებს გამოთვლის.
- სპეციალისტის დასახელება
- სპეციალისტი ან სტუდია
- საიტზე ჩვენება
- თქვენი გადასაწყვეტია
- ფასი
- ფიქსირებული, „-დან“ ან შეთანხმებით
ასე გამოჩნდება თქვენი მომსახურებები მომხმარებლისთვის. აქ მოცემული ფასები და დასახელებები მხოლოდ ნიმუშებია - რეალურ ჩამონათვალს თავად შეავსებთ.
ხშირი კითხვები
ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ - ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲡᲐᲪ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲒᲕᲘᲡᲕᲐᲛᲔᲜ
გადაღება ხან ორ საათს გრძელდება, ხან მთელ დღეს.
ერთსა და იმავე სამუშაოს რამდენიმე ვარიანტად დამატება შეგიძლიათ - მაგალითად, „ფოტოსესია, 1 საათი“ და „ფოტოსესია, 4 საათი“ - ცალკე სერვისებად, საკუთარი ხანგრძლივობითა და ფასით.
სტუდიაში მოსამზადებელი და დასალაგებელი დრო მჭირდება.
სერვისს ბუფერული დრო შეიძლება ჰქონდეს წინ ან შემდეგ. მომხმარებელი მხოლოდ თავის საათს ხედავს, კალენდარში კი მთელი მონაკვეთი იკავება.
ადგილზე გასვლით ვმუშაობ, სტუდია არ მაქვს.
ეს არაფერს ცვლის: ჯავშანი დროზე იწერება და არა ოთახზე. მისამართს მომხმარებელი ჯავშნის კომენტარში წერს, თქვენ კი დღის განრიგს იმავე კალენდარში ხედავთ.
სხვა მიმართულებები
თქვენი ბიზნესი სხვა სფეროშია?
სისტემა იგივეა - იცვლება მხოლოდ ტერმინები და ტიპური სერვისები.
მომხმარებლის თვალით
ᲯᲐᲕᲨᲐᲜᲘ - ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲢᲔᲚᲔᲤᲝᲜᲘᲓᲐᲜ
მომხმარებელი თავისუფალ დროს საიტზევე ირჩევს. თქვენ ჯავშანს კალენდარში ხედავთ, მას კი SMS-დადასტურება მისდის. ზარი და მიმოწერა საჭირო აღარ არის.