ᲙᲚᲘᲜᲘᲙᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲡᲐᲪ ᲞᲐᲪᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲬᲔᲠᲘᲡ ᲒᲐᲛᲐᲠᲢᲘᲕᲔᲑᲐ ᲡᲣᲠᲗ
პაციენტი ექიმის თავისუფალ საათებს საიტზე ნახავს, თავად ჩაიწერება და ვიზიტამდე შეხსენებას მიიღებს.

ვისთვის
ᲐᲛ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲡ 4 ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲐ
იპოვეთ თქვენი სფერო? სისტემა უკვე მზადაა დასაწყებად.
- სტომატოლოგიური კლინიკა
- ოფთალმოლოგიური კლინიკა
- ვეტერინარული კლინიკა
- ლაბორატორია
სია მხოლოდ მაგალითია და არა შეზღუდვა - მთავარია, მომხმარებლები წინასწარ, კონკრეტულ დროზე იწერებოდნენ.
შედარება
ᲠᲐ ᲘᲪᲕᲚᲔᲑᲐ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘᲕᲔ ᲙᲕᲘᲠᲐᲨᲘ
ახლა
რეგისტრატურაში ისევ და ისევ ერთი კითხვა ისმის - „როდის აქვს ექიმს თავისუფალი დრო?“
Martivo-თი
პაციენტების ნაწილს საიტიდან ჩაწერა შეეძლება; ვისაც ურჩევნია, ისევ ტელეფონით დაგიკავშირდებათ.
ახლა
ექიმის გრაფიკი და პაციენტების ჯავშნები სხვადასხვა ადგილას ინახება.
Martivo-თი
ექიმების განრიგი, ვიზიტები და ფილიალები ერთ კალენდარში ჩანს.
ახლა
პაციენტს ვიზიტი ავიწყდება, დრო კი დაკავებული რჩება.
Martivo-თი
შეხსენება SMS-ითა და ელფოსტით, ვიზიტის გადატანის ბმულით.
სერვისების ჩამონათვალი
ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲔᲑᲘ, ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲤᲐᲡᲔᲑᲘ
მომსახურების დამატებისას მიუთითეთ სახელი, ფასი და ხანგრძლივობა. ამ მონაცემებით სისტემა თავისუფალ საათებს გამოთვლის.
- სპეციალისტის დასახელება
- ექიმი
- საიტზე ჩვენება
- თქვენი გადასაწყვეტია
- ფასი
- ფიქსირებული, „-დან“ ან შეთანხმებით
ასე გამოჩნდება თქვენი მომსახურებები მომხმარებლისთვის. აქ მოცემული ფასები და დასახელებები მხოლოდ ნიმუშებია - რეალურ ჩამონათვალს თავად შეავსებთ.
ხშირი კითხვები
ᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲐ - ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲡᲐᲪ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲒᲕᲘᲡᲕᲐᲛᲔᲜ
სისტემა პაციენტის სამედიცინო ჩანაწერებს ინახავს?
არა. სისტემა ინახავს მხოლოდ ვიზიტების ისტორიასა და საკონტაქტო მონაცემებს. დიაგნოზები, მკურნალობის ბარათები და სხვა სამედიცინო ჩანაწერები Martivo-ში არ ინახება.
ორი ფილიალი გვაქვს და ექიმები ორივეში მუშაობენ. როგორ ვმართო?
თითოეული ფილიალი ცალკე ლოკაციაა თავისი მისამართითა და სამუშაო საათებით. ექიმს რამდენიმე ლოკაცია შეიძლება ჰქონდეს. ჯავშნისას პაციენტი ჯერ ფილიალს ირჩევს, შემდეგ კი თავისუფალ დროს ამ ფილიალის გრაფიკიდან.
ექიმი კვირაში ორ დღეს იღებს და საათებიც განსხვავებულია. ეს შესაძლებელია?
დიახ. თითოეული დღისთვის განსხვავებული საათების მითითება შეგიძლიათ - მაგალითად, სამშაბათს 10:00-დან 14:00-მდე, ხუთშაბათს კი 16:00-დან 20:00-მდე. შვებულებისა და დასვენების დღეებში ჩაწერა არ გამოჩნდება.
სხვა მიმართულებები
თქვენი ბიზნესი სხვა სფეროშია?
სისტემა იგივეა - იცვლება მხოლოდ ტერმინები და ტიპური სერვისები.
მომხმარებლის თვალით
ᲯᲐᲕᲨᲐᲜᲘ - ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲢᲔᲚᲔᲤᲝᲜᲘᲓᲐᲜ
მომხმარებელი თავისუფალ დროს საიტზევე ირჩევს. თქვენ ჯავშანს კალენდარში ხედავთ, მას კი SMS-დადასტურება მისდის. ზარი და მიმოწერა საჭირო აღარ არის.