მარტივო

კონტაქტი

ᲛᲝᲒᲕᲬᲔᲠᲔᲗ - ᲩᲕᲔᲜᲘ ᲒᲣᲜᲓᲘ ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲛᲖᲐᲓᲐᲐ ᲓᲐᲡᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲐᲓ

გაქვთ კითხვა ან თანამშრომლობის იდეა? შეავსეთ საკონტაქტო ფორმა ან მოგვწერეთ ელფოსტაზე.

რასთან დაკავშირებით გვწერთ?

აღწერეთ საკითხი რაც შეიძლება დეტალურად.

სოციალურ ქსელებში

ხშირი კითხვები

ᲡᲐᲜᲐᲛ ᲛᲝᲒᲕᲬᲔᲠᲗ, ᲒᲐᲓᲐᲮᲔᲓᲔᲗ ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲡ

  • რამდენ ხანში შევძლებ დაწყებას?

    რეგისტრაცია მარტივია: ირჩევთ სფეროს, ამატებთ სერვისებს, ფასებსა და სამუშაო საათებს - და იღებთ მზა ვებგვერდს ონლაინ ჯავშნით.

  • პროგრამირების ცოდნა ან დიზაინერი მჭირდება?

    არა. პროგრამირების ცოდნა ან დიზაინერი არ გჭირდებათ. საიტი მზა სექციებით ეწყობა - თქვენ ამატებთ ტექსტებსა და ფოტოებს, დანარჩენ სტრუქტურას კი სისტემა მართავს.

  • ჩემი სფერო სიაში არ ჩანს. მაინც გამომადგება?

    დიახ, თუ თქვენი სერვისი წინასწარ ჯავშანს მოითხოვს. თმის შეჭრა, კონსულტაცია თუ ავტოსერვისი - სისტემა იმ ბიზნესებისთვისაა, სადაც დროის წინასწარ დაგეგმვა მნიშვნელოვანია.

  • რა ღირს?

    სამი პაკეტია: „საიტი", „საიტი + ჯავშანი" და ინდივიდუალური, რომლის ფასიც სამუშაოს მოცულობაზეა დამოკიდებული. მიმდინარე ფასები ფასების გვერდზეა. პირველი ორი პაკეტის პირველი 7 დღე უფასოა.

  • საკუთარი დომენის მიბმა შემიძლია?

    ამ ეტაპზე - არა. თითოეული ბიზნესი იღებს საკუთარ სუბდომენს, მაგალითად salon.martivo.ge, რომელიც რეგისტრაციისთანავე აქტიურია. საკუთარი დომენის მიბმა ჯერჯერობით არ იგეგმება.

  • შეხსენებები ქართულად მოვა?

    დიახ. დასტური და შეხსენებები ქართულად იგზავნება, თქვენი ბიზნესის სახელით. ტექსტს თქვენ წერთ, მომხმარებლის სახელს, თარიღსა და დროს კი სისტემა თავად ავსებს.

ერთი ანგარიში

ᲡᲐᲘᲢᲘ ᲓᲐ ᲙᲐᲚᲔᲜᲓᲐᲠᲘ - ᲔᲠᲗ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲨᲘ

დარეგისტრირდით და ვებგვერდი, მომსახურებები და ჯავშნები ერთი მართვის პანელიდან მართეთ. რამდენიმე ცალკეული პროგრამის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.