ᲐᲘᲠᲩᲘᲔᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲡᲤᲔᲠᲝ
7 მიმართულება და 25 საქმიანობა. თქვენი სფერო ჩამონათვალში ვერ ნახეთ? Martivo სხვა ბიზნესსაც გამოადგება, თუ მომხმარებლები წინასწარ იჯავშნიან დროს.
სილამაზე და მოვლასილამაზის სალონი · კოსმეტოლოგიური ცენტრი · ლაზერული ეპილაციის ცენტრი და კიდევ 1
მედიცინასტომატოლოგიური კლინიკა · ოფთალმოლოგიური კლინიკა · ვეტერინარული კლინიკა და კიდევ 1
სპორტი და ჯანმრთელობაფიტნეს დარბაზი · ცეკვის სტუდია · ცურვის აუზი და კიდევ 2
ავტომობილებიავტოსამრეცხაო · ავტოდეტეილინგი
მომსახურებაფოტოგრაფი · ვიდეოგრაფი · სტუდიის გაქირავება და კიდევ 1
ტურიზმისასტუმრო · საოჯახო სასტუმრო · ჰოსტელი
ბავშვებიბავშვთა გასართობი ცენტრი · საბავშვო სტუდია · ბავშვთა განვითარების ცენტრი
რატომ არ შემოიფარგლება სისტემა ამ სიით
ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ ᲡᲐᲛ ᲛᲐᲠᲢᲘᲕ ᲙᲘᲗᲮᲕᲐᲡ ᲡᲕᲐᲛᲡ
თუ თქვენს საქმიანობაში წინასწარ ჩაწერა საჭიროა, დიდი ალბათობით, Martivo გამოგადგებათ. სფეროს არჩევა სისტემას ეხმარება, თქვენი ბიზნესისთვის ნაცნობი ტერმინები გამოიყენოს.
რამდენ ხანს გრძელდება?
სერვისის ხანგრძლივობა ავტომატურად აისახება კალენდარში.
რა ღირს?
ფიქსირებული ფასი, საწყისი ფასი („-დან“) ან „შეთანხმებით“ - სამივე ვარიანტი შესაძლებელია.
ვინ ან რა ასრულებს?
ექიმი, სპეციალისტი, კაბინეტი თუ სამუშაო სივრცე - Martivo ყველას განრიგს ერთ სისტემაში მართავს.
ტერმინოლოგია
ერთი ცნება - ყველა სფეროში სხვა სახელით
სისტემაში ამას „რესურსი“ ეწოდება - შეიძლება იყოს სპეციალისტი, კაბინეტი ან სხვა რამ, რისთვისაც დრო იჯავშნება. მომხმარებლებს კი თქვენთვის ჩვეული დასახელება გამოუჩნდებათ.
- სილამაზე და მოვლა
- ოსტატი
- მედიცინა
- ექიმი
- სპორტი და ჯანმრთელობა
- მწვრთნელი ან მოედანი
- ავტომობილები
- ხელოსანი ან ბოქსი
- მომსახურება
- სპეციალისტი ან სტუდია
- ტურიზმი
- ნომერი
- ბავშვები
- პედაგოგი ან ოთახი
ხშირად დასმული კითხვები
ᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲓᲒᲔᲑᲐ Martivo ᲓᲐ ᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ - ᲐᲠᲐ
ჩემი სფერო სიაში არ არის. გამომადგება?
დიახ, თუ თქვენი მომხმარებელი წინასწარ დროზე იწერება. სისტემისთვის სერვისი არის ხანგრძლივობის, ფასისა და შემსრულებლის ერთობლიობა - იქნება ეს თმის შეჭრა, ავტომობილის რეცხვა თუ ფოტოსესია. სფეროები მხოლოდ შესაბამის ტერმინებსა და საწყის მაგალითებს განსაზღვრავს.
სასტუმროსთვის გამოდგება? რესტორნისთვის?
სასტუმროსთვის - ნაწილობრივ. თითოეული ნომერი ცალკე რესურსია და საიტი ჯავშნის მოთხოვნებს ღამითაც იღებს, მაგრამ რამდენიმე ღამე („ორშაბათიდან ხუთშაბათამდე“) ერთ ჯავშნად ვერ ჩაიწერება - Martivo-ში დროის მონაკვეთი იჯავშნება და არა დღეები. რესტორნისთვის - არა: მაგიდების დაკავებულობა სხვაგვარად აღირიცხება და ეს სისტემა მას ვერ ითვლის.
გამოდგება ჯგუფური გაკვეთილისთვის ან სესიისთვის?
ერთ სლოტზე ერთი ჯავშანი იწერება. ცეკვის, ფიტნესის ან საბავშვო გაკვეთილი მაშინ მუშაობს, თუ თითოეული მონაწილე თავის ადგილს ცალკე დაჯავშნის. რასაც სისტემა ვერ აკეთებს, ესაა ჯგუფის ადგილების დათვლა ერთ ჩანაწერში - „დარჩა 3 ადგილი“ Martivo-ს არ აქვს. სრული შეზღუდვები შესაძლებლობების გვერდზეა.
სფეროს არჩევა რას ცვლის?
სფეროს არჩევა ცვლის ტერმინებსა და საწყის შიგთავსს, მაგრამ არა სისტემის მუშაობის პრინციპს. თავისუფალი დროის გამოთვლა და შეხსენებები ყველა სფეროში ერთნაირად მუშაობს.
ერთ ბიზნესში რამდენიმე მიმართულება მაქვს.
თქვენ თვითონ ადგენთ მომსახურებების ჩამონათვალს. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სხვადასხვა მიმართულება გააერთიანოთ და კატეგორიებად დაყოთ - მაგალითად, სალონში თმის მომსახურება, კოსმეტოლოგია და მასაჟი.
მომხმარებლის თვალით
ᲯᲐᲕᲨᲐᲜᲘ - ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲢᲔᲚᲔᲤᲝᲜᲘᲓᲐᲜ
მომხმარებელი თავისუფალ დროს საიტზევე ირჩევს. თქვენ ჯავშანს კალენდარში ხედავთ, მას კი SMS-დადასტურება მისდის. ზარი და მიმოწერა საჭირო აღარ არის.